კურორტ ბეშუმში სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ენერგომამარაგების პრობლემები მესხებისა და გაფენილი წყლის უბნის დამსვენებლებს აწუხებდათ. ძველი ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო შუქი სამი დღის განმავლობაში 50-ზე მეტ ოჯახს არ მიეწოდებოდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოიცვალა ტრანსფორმატორი.