საბაჟო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს 8 060 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოართვეს

06 აგვისტო 2019, 15:23 1640 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე, ლაგოდეხსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად 8 060 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოართვეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. კანონდამრღვევ მოქალაქეს ე.ე.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი