დაბა ხულოში საცხოვრებელი სახლი იწვის. ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სხვენში გაჩნდა.
ხანძრის გაჩენის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ., თუმცა ცეცხლმოკიდებული შენობა მალევე დატოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.