ხულოში სამაშველო ბრიგადების დამატებას ითხოვენ

26 ივლისი 2019, 21:29 7157 ნახვა

რთული რელიეფი და სამაშველო ბრიგადების სიმცირე - სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ ხულოს სოფლებში, ხანძრის დროს, სახანძრო ბრიგადების დაგვიანების მიზეზად. საჭიროების შესახებ იციან ხულოს მერიაში, ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა უცნობია დაამატებენ თუ არა მეხანძრე-მაშველებს და შესაბამის ტექნიკას უახლოეს პერიოდში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი