ხვალიდან საქართველოში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი

26 ივლისი 2019, 11:20 4177 ნახვა

დღეს ღამით საქართველოს ტერიტორიას გრილი და ნოტიო ჰაერის მასები დატოვებს. შესაბამისად, ხვალიდან
27 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და მომდევნო კვირა მზიანი იქნება.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება 28-29-30 ივლისს - სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, +35 გრადუსი იქნება. 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ხვალიდან შტორმული მდგომარეობაც მოიხსნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი