ხულოში სახერხებისთვის დაწესებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვენ

24 ივლისი 2019, 21:17 1517 ნახვა

ჩამორთმეული სახერხი საშუალებების დაბრუნებას ითხოვენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ფერმერები  ტექნიკის არარსებობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. მოქალაქეები გვიყვებიან, რომ არალიცენზირებულ, თუმცა საჭირო დანადგარს ძირითადად საოჯახო მშენებლობისთვის იყენებდნენ, ამის საშუალება კი წლების წინ სახელმწიფო რეგულაციის ცვლილების შედეგად შეეზღუდათ.

ზედამხედველობის სამსახურში ახალ რეგულაციებზე საუბრობენ, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა.  განიხილება სახერხ დანადგარებზე ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა, მიზეზად ხე-ტყის ჭრის კონტროლი სახელდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში