საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარაში გაასაღეს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.
ამოღებულია ჯამში 10 000 აშშ დოლარის ყალბი ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალი დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.