2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება

15 ივლისი 2019, 19:27 1314 ნახვა

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში  2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის მსურველი კი შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

საქართველოს გარდა 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებს.

მიუნხენში კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ასევე, კალათბურთელები თორნიკე შენგელია და ვლადიმერ ბოისა ესწრებოდნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი