ბათუმის ქუჩებში მუსიკა Black Sea Sound-ის ფარგლებში აჟღერდება - ფესტივალი ივლისის ბოლოს იწყება

11 ივლისი 2019, 15:32 2516 ნახვა

ბათუმში, უკვე ტრადიციული ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Black Sea Sound-ი იწყება. მეექვსე წელია, ბათუმის ქუჩებში, ზაფხულობით მუსიკოსები ჩნდებიან და ღია სივრცეში კონცერტებს მართავენ.  გამონაკლისი არც წელს იქნება და ფესტივალის ორგანიზატორები, სხვადასხვა ბენდის მოსმენას სამი დღის განმავლობაში გვპირდებიან. 

ფესტივალი საერთო ჯამში 6 თვის განმავლობაში გრძელდება, პირველი ეტაპი ქუჩის კონცერტებს ეთმობა. წელს კონცერტები 26, 27, 28 ივლისს გაიმართება. 

მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ფესტივალის ორგანიზატორები მუსიკოსებს სარეგისტრაციო ფორმის შევსებას სთავაზობენ.  სარეგისტრაციო ფორმა: https://blackseasound.com/registration/festival  

შერჩეულ მუსიკოსებს Black Sea Sound აუნაზღაურებს მგზავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკით.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ექვსი წელია ტარდება. ფესტივალი ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს: .

● ქუჩის მუსიკის კონცერტები;

● მცირე მასშტაბიანი კონცერტები/საღამოები ბათუმში არსებულ სივრცეებში;

● ექსპერიმენტული მუსიკის კონცერტები ბათუმის დრამატულ თეატრში;

● ტრეინინგები, ვორქშოპები;

● შეხვედრები / საღამოები მუსიკოსებთან, პროდიუსერებთან და ამ სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

Black Sea Sound 2014 წელს, ბათუმში დაარსდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალის მიზანია ქართველი ხელოვანების, განსაკუთრებით კი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა.

Black Sea Sound სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

მუსიკა - ფესტივალის მთავარი მიზანი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის მხარდაჭერაა. ეს მიმართულებები საქართველოში ყველაზე დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

- განათლება - ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში, ღია ცის ქვეშ და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში კონცერტები რეგულარულად იმართება. განათლება პროექტის ფარგლებში ხშირად იმართება ვორქშოპები და ტრეინინგები, რომლებიც მონაწილეების პროფესიული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ტარდება შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებებ ი მუსიკის სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც დამწყებ ხელოვანებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებენ.

გართობა  - ბათუმში, ღია ცის ქვეშ იმართება ქუჩის მუსიკოსების კონცერტები. ღონისძიება, რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს" - წერია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში