ფილიპინებში ზღვამ მილიონობით დოლარის ღირებულების კოკაინი გამორიყა

10 ივლისი 2019, 15:44 2593 ნახვა

ფილიპინების აღმოსავლეთ სანაპიროზე ტალღებს ბოლო თვეებია დაპრესილი კოკაინის პაკეტები გამოაქვს, რომლის ღირებულება მილიონობით დოლარია. კვირას 7 ივლისს კესონის პროვინციაში 7 ასეთი ბრიკეტი ტურისტებმა იპოვეს. უფრო კონკრეტულად კი, "ზღვის საჩუქარი" იმ ოჯახმა მიიღო, რომელიც ფილიპინებში ქალაქ მაუბანში ისვენებდა. ისინი კესონის სანაპიროზე საბანაოდ იყვნენ გასული და ზღვაში, პლაჟთან ახლოს  კოკაინის  7 მცურავი პაკეტი დაინახეს. პაკეტები კარგად იყო შეფუთული, სპეციალური დამცავი საშუალებით, რის გამოც ნარკოტიკული საშუალება არ დაზიანებულა.

მსგავსი საჩუქარი ადგილობრივმა მეთევზავეებმაც მიიღეს. 2019 წლის მაისში მათ კოკაინის 39 ბრიკეტი იპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება-4 მილიონი დოლარი იყო. 

ფილიპინების პოლიცია მიიჩნევს, რომ ნარკოტიკები გათვლილი იყო ავსტრალიაში ჩასატანად, სადაც შავ ბაზარზე კოკაინის  ძალიან დიდი მოთხოვნაა, თუმცა გამოძიებისთვის ამ დრომდე  გაურკვეველი რჩება, რატომ რიყავს ზღვა კოკაინის პაკეტებს უშუალოდ ამ  ტერიტორიაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში