ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

25 აგვისტო 2016, 00:00 3617 ნახვა

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული გულშემატკივრები დახვდნენ. თავის მხრივ ქართველმა ოლიმპიელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს. მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ამავე კატეგორიაში