სრულად ელექტრონულზე გადასული ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის საბილეთო სისტემა არაკომფორტულია ტურისტების ნაწილისა და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის. ცნობილია, რომ ქაღალდის ბილეთების დაბრუნებას მერია ამ ეტაპზე არ განიხილავს, სიახლე მხოლოდ ისაა რომ სპეციალური ბარათების გარდა, მალე მგზავრებს რამდენიმე ბანკის ბარათის გატარებაც შეეძლებათ მუნიციპალურ ტრანსპორტში.
არადა ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, მგზავრებს გადაადგილება ავტობუსებში ელეტქრონულთან ერთად ქაღალდის ბილეთების ყიდვით უფრო უმარტივდებათ.