''ლუქები წარწერით მოსკოვი'' - მერიის განმარტება

18 აპრილი 2016, 00:00 5126 ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ საკანალიზაციო ჭებთან დაკავშირებულ ფოტოებს ბათუმის მერია ოფიციალურ გვერდზე განთავსებული განცხადებით გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, მითითებულ ადგილას არაა განთავსებული არც სანიაღვრე და არც საკანალიზაციო ჭა. აღნიშნული ლუქი ათწლეულებია, რაც ამ ადგილასაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს მერიამ მსგავსი ლუქების მონტაჟი დაიწყო, სინამდვილეს არ შეესაბამება- ნათქვამია განცხადებაში

ამავე კატეგორიაში