15 წლის ბათუმელი კარატისტი დავით მსხალაძე უკვე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი

29 ივნისი 2019, 15:50 2871 ნახვა

15 წლის ბათუმელი კარატისტი დავით მსხალაძე უკვე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე +75 კგ წონით კატეგორიაში კადეტებს შორის დავითმა ჯერ უკრაინელ და ბულგარელ სპორტსმენებს სძლია ნახევარფინალსა და ფინალში კი ლიეტუვის წარმომადგენლები დაამარცხა.

შეჯიბრებაში აჭარიდან 8 სპორტსმენი ასპარეზობდა.მედლის მოპოვება მხოლოდ დავითმა შეძლო.ევროპის ჩემპიონატში 39 ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. დავით მსხალაძემ პირველად ევროპის ჩემპიონი 2017 წელს მოიგო შემდეგ კი კიდევ ორი წელი ზედიზედ 2018 და 2019 წლებში.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი