ნატოს თავდაცვის მინისტერიალი

27 ივნისი 2019, 18:31 1153 ნახვა

 საქართველო ერთ-ერთია იმ 7 ქვეყანას შორის, რომელმაც რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება გააპროტესტა და ორი დღის წინ სესია დატოვა. რუსეთის დელეგაციისათვის ხმის აღდგენით უკმაყოფილება საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებით გამოხატეს.

მათი განმარტებით,  ევროპის საბჭო იმ ხალხის ნდობას კარგავს, ვის დაცვაზეც უნდა იზრუნოს.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ არიევმა 7 ქვეყნის სახელით განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, რათ კონსულტაციები გამართონ პარლამენტთან და მთავრობასთან, ასამბლეის შემდეგ სესიებზე „ერთობლივი მოქმედებების შემუშავებისთვის“. რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება 2014 წლის შემდეგ ჰქონდა შეჩერებული ყირიმის ანექსიის გამო. ევროსაბჭოს მიერ 25 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი