 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავების უფლება საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მისცა.
91 მომხრე და 0 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა.
სხდომას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა'' და ''ევროპული საქართველოს'' წევრები არ ესწრებოდნენ.
კოლეგების გადაწყვეტილებას, დარბაზში ნიკა მელია მარტო ელოდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            