ინფრასტრუქტურული პროექტები ქედაში

23 აგვისტო 2016, 00:00 3210 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ჯალაბაშვილებში 480 ტონიანი წყლის ავზის მშენებლობა დაათვალიერა.  პროექტი ორ წლიანია და  ბიუჯეტიდან 868 ათასი  ლარია გამოყოფილი. სამუშაოებზე 80-მდე ადგილობრივია დასაქმებული და სასმელი წყლით 150 ოჯახს უზრუნველყოფს. დღესვე ზურაბ პატარაძემ მდინარე აკავრეთასა და მდინარე აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა. სამუშაოებისთვის 2 მილიონ 350 ათასი ლარი იხარჯება, პროექტი ორ წლიანია და მომდევნო წელს დასრულდება. ინფრასტრუქტურულ პროექტების დათვალიერებასთან ერთად რეგიონის პირველი პირი მოსახლეობასაც შეხვდა.

ამავე კატეგორიაში