ტურისტულ სეზონზე ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა ჩაიკეტა

19 ივნისი 2019, 12:42 2315 ნახვა

ტურისტულ სეზონზე, ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა, დაახლოებით, სამი თვით ჩაიკეტა.

ბათუმის მერიამ დღეს, 19 ივნისს, გორგილაძის ქუჩა გახსნა და ტბელ აბუსერიძისა და გორგასლის ქუჩებს შორის არსებული 300 მეტრიანი მონაკვეთი ჩაკეტა. ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნები და რკინის ჯებირებია დამონტაჟებული, მუშაობს ტექნიკა. 

ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი რომელიც გასულ წელს დაწყო, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მერიაში ამბობენ, რომ პარალელურად წყალარინების სამომხმარებლო ქსელს აწესრიგებენ, რომელიც ამორტიზებული იყო.

უკვე რამდენიმე თვეა შეცვლილი მარშრუტით მოძრაობენ მუნიციპალური ავტობუსებიც.  ''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' ამბობენ, რომ პროექტის მიმდინარეობის დროს ცვლილება #4, #6 და #17 ავტობუსებს შეეხო.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #36, #34 და #29 ნომერი სამარშრუტო ტაქსები, დღეიდან ტბელ აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება გორგილაძის ქუჩას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილს, გზა სამ თვიანი სამუშაოების შემდეგ დღეს დილით გაიხსნა. ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგეს. 

სანიაღვრე კოლექტორს KFW პროექტის ფარგლებში აკეთებენ და ამისთვის 3, 6 მილიონი ევრო იხარჯება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი