შალვა შვგულიძემ დამარცხება აღიარა, თუმცა კონკურენტისთვის გამარჯვება არ მიულოცავს

09 ივნისი 2019, 23:59 5554 ნახვა

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი შალვა შავგულიძე, დღეს მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურს აჯამებს. ამბობს, რომ დამარცხდა, თუმცა დამარცხდა უღირს საარჩევნო გარემოში, სადაც ხელისუფლებამ ყველა ხელთარსებული რესურსი გამოიყენა მის წინააღმდეგ. 

"ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთხელ, ძალიან ცუდად, დემოკრატიისათვის მიუღებელი მეთოდით ჩატარებული არჩევნები. ჩვენ ვიხილეთ, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული და დაფინანსებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანია, რომელიც პირდად ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ჩემს წინააღმდეგ" - განაცხადა შავგულიძემ.

დაპირებისა და დაშინების გამოყენებით, ყოვლად უღირსი ზემოქმედება მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიცაა პატიმრების ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები. იყო კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირთა მასიურად გამოყენება, მოქალაქეებზე გავლენის მოსახდენად,  ასევე არჩევნებში დამინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაცია" - განაცხადა ბრიფინგზე შალვა შავგულიძემ.

ამბობს, რომ მათი და მათი მხარდამჭერების ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. 

"ვერ შევძელით, იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელსაც არ ენდობიან მოქალაქეები, საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება" - განაცხადა შავგულიძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე და ჟურნალისტები ისე დატოვა, დამარცხება აღიარა, თუმცა კონკურენტისთვის გამარჯვება არ მიულოცავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში