''დინამოს'' 49 წლით კლუბის სპონსორს გადასცემენ

24 მაისი 2019, 18:02 1695 ნახვა

ბათუმის დინამო 49 წლით კომპანია ლამინი ჯგუფს გადაეცემა, გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, პროცედურების მიხედვით ჯერ კლუბი აჭარის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და შემდეგ უკვე სამინისტრო გადასცემს დინამოს ლამინი ჯგუფის მართვაში.

როგორც ცნობილია ეს კომპანია არჩილ ბერიძეს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად დინამოს გენერალური სპონსორია, როგორც ცნობილია შეთანხმებით, მართვასთან ერთად კომპანიამ რიგი პირობები უნდა შეასრულოს, აჭარის ფინანსთა მინისტრის თქმით მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარება.გადაწყვეტილებას მიესალმებიან 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში