ბათუმის ''დინამომ'' გასვლით შეხვედრაში საჩხერის ''ჩიხურა'' დაამარცხა

23 მაისი 2019, 20:56 5116 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე საჩხერეს ''ჩიხურასა'' და ბათუმის ''დინამოს'' შორის. 

ბათუმელებმა გასვლით შეხვედრაში საჩხერელები 1-2 დაამარცხეს.

თამაშის 18-ე წუთზე ანგარიში ჩიხურას ფეხბურთელმა დემურ ჩიხლაძემ გახსნა. 
33-ე წუთზე კი ბრაზილიელმა ფლამარიონმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები.

81-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ნავალოვსკის აქტიურობას გოლი მოჰყვა, რომელიც გიორგი ჯანელიძემ დაასრულა. ბათუმი დაწინაურდა 1-2. 

ბათუმის ''დინამო'' ამ დროისთვის 15 თამაშითა და 31 ქულით პირველ ადგილზეა, ჩიხურა კი, 22 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი