სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება დაიწყო. ხელშეკრულებები უკვე მზადაა გზებზე ბეტონის საფარისა და გარეგანათების მოწყობისთვის. საერთო ჯამში 400 ათასი ლარი უკვე ათვისებულია.
ტენდერი გამოცხადდა სასაფლაოების შემოღობვის, სოფლის სახლისა და წისქვილის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებისთვის. პროგრამისთვის ქედის მუნიციპალიტეტისთვის 740 ათასი ლარია გამოყოფილი.