ახალი  ტურისტული მარშრუტი

18 მაისი 2019, 20:33 1687 ნახვა

მთიან აჭარას ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა. ახალი ტურისტული მიმართულება პირველებმა რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა გაიცნეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ინფოტურის მონაწილეებმა ულამაზეს ხეობაში მოგზაურობა თაგოს ცნობილი საბაგიროდან დაიწყეს, რომელიც ხულოს ცენტრსა და ტრადიციულ აჭარულ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. ინფოტური გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშვიაშვილის სახელობის მუზეუმისა და სხალთის მონასტრის მონახულებით დაასრულეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში