ოლიმპიადის მედალოსნები ფულად ჯილდოს მიიღებენ

19 აგვისტო 2016, 00:00 2986 ნახვა

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედალისთვის 170 ათასი ლარით დაჯილდოვდება. ამას საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს. ამავე დადგენილების მიხედვით, ვერცხლის მედალოსანი 102 ათას, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 68 ათას ლარს მიიღებს.  გარდა ამისა, ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს ბათუმში ბინას კომპანია “სვეტი” გადასცემს. ამ დროისთვის, ოქრო - ლაშა ტალახაძეს, ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანს, ბრინჯაო კი - ლაშა შავდათუაშვილს (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძეს და ირაკლი თურმანიძეს აქვთ.

ამავე კატეგორიაში