იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეურაცხმყოფელი? - შეფასებები

14 მაისი 2019, 21:00 3514 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 7 მაისს, სასტუმრო "ხულოდან" აქტივისტების გამოძევების მცდელობის გამო გააკრიტიკა. დეპუტატის ცოლის "ხულოს სამხატვრო გალერეაში" მუშაობის გამო კი, ის ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.

მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი თავად გახდა კრიტიკის ობიექტი. მიზეზი, დეპუტატის პირადი ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები და ხულოში გალერეის არსებობაზე აქცენტები გახდა.  

"ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან? – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "მერიის ბალანსზე არსებული "ხულოს სამხატვრო გალერეა", სპეციალურად შეიქმნა".  

განცხადებებმა გააღიზიანა მმართველი გუნდის წევრები,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კი სააკაშვილს შარლატანების ბელადი უწოდა.

"მან კაიმაღი და სირცხვილი ერთად ,ჭამა, პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები და ვერ აკონტროლებენ ვერც საქციელს , ვერც გამონათქვამებს. გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება. ჩვენ მალე, დარწმუნებული ვარ, რომ გავცემთ ადეკვატურ პასუხს 19 რიცხვში და ზოგადად" - განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში