სპორტის სიახლეები

13 მაისი 2019, 18:00 1440 ნახვა

დღეს ბათუმში მინი ფეხბურთში სტარტი  სასკოლო ფესტივალმა აიღო. ფესტივალში ბათუმში არსებული 40 კერძო და საჯარო სკოლაა ჩართული, შეჯიბრება ქალთა და ვაჟთა შორის იმართება,რომელიც  10 დღის განმავლობაში გაგრძელდება .  გამარჯვებულ გუნდებს 23 მაისს დააჯილდოვებენ. 1-3 ივნისს სასკოლო ფესტივალი დაიწყება ქუჩის კალათბურთში. ფესტივალისთვის 30 კერძო და საჯარო სკოლაა რეგისტრირებული. ღონისძიება გმირთა ხეივანის სპორტულ მოედანზე იმართება.

დღეს ნაცუ ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაეიშო იყო. აქამდე გამართული 6 ორთაბრძოლიდან ლევანს 5 მოგებული ჰქონდა. ტრადიცია ტოჩინოშინს არც დღეს დაურღვევია, ქართველმა  იაპონელი მეტოქე დოჰიოდან ადვილად გაიყვანა.  ამ გამარჯვების შემდეგ ლევანს ბალანსი 2:0-ზე აქვს  და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ 8 მოგება სჭირდება. ქართველი ფალავნის შემდეგი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა. გელა ზაალიშვილმა  ტურნირის ბოლო დღეს +100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. მან ფინალში რუს რუსლან შახბაზოვს იპონით სძლია და კარიერაში გრანდ სლემი პირველად მოიგო. ზაალიშვილმა ფინალამდე კიდევ ერთი რუსი და ჰოლანდიელი მეტოქე დაამარცხა. ტურნირზე ვერცხლის მედლის მოპოვება 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ  შეძლო, 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დასჯერდა ტატო გრიგალაშვილი. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი