ქუჩის მხატვრობის ფესტივალი მაღალმთიანეთში

18 აგვისტო 2016, 00:00 2901 ნახვა

''სთრით არტ-ფესტივალმა” წელს პირველად აჭარის მუნიციპალიტეტები მოიცვა. პროექტის ფარგლებში ხულოში  კედელი მოხატეს. შუახევში კი კულტურის სახლის ფასადი მოიხატება. ნამუშევრებს ქართველი და უცხოელი მხატვრები შეასრულებენ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში სახელოვნებო აქტივობების სტიმულირებას. ფესტივალი აჭარის განათლების, სამინისტროს პროგრამის "კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია" ფარგლებში ხორციელდება. რეგიონის მასშტაბით სულ 420 კვადრატული მეტრი ფართობი მოიხატება. პროგრამისთვის 25 ათასი ლარია გამოყოფილი

ამავე კატეგორიაში