აქტიურ ფაზაში შედის ტურისტული სეზონი ქობულეთში. მიუხედავად ზაფხულის მოახლოვებისა, კვების ობიექტების მეპატრონეებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად რა ფორმით გააგრძელებენ მუშაობას და თანამშრომლობას თვითმმართველობასთან.
მოიჯარეები ნებართვებს ელოდებიან, კონკრეტული წესი კი ჯერ მერიას არ განუსაზღვრავს. ის რაც მერიამ უკვე განსაზღვრა და საკრებულომ იჯარითაც გასცა ეს ოაზისის მიმდებარე ტერიტორიას ეხებოდა. ამასთან დემონტაჟი მოსთხოვეს რამდენიმე ობიექტის მეპატრონეს, მოგვიანებით კი თარიღი გადაავადეს.