ბათუმი-ოზურგეთის მატარებელი ჩაქვში ნახევარი საათი გაჩერებული იყო

07 მაისი 2019, 20:41 2956 ნახვა

ბათუმი - ოზურგეთის ჩქაროსნული მატარებელი ჩაქვში ნახევარი საათი გაჩერებული იყო.  მგზავრების თქმით, შეფერხების მიზეზი უცნობია.

'', არ ვიცით რა გახდა მატარებლის გაჩერების მიზეზი. ნახევარი საათი ველოდებოდით როდის შეაკეთებდნენ. მგზავრების ნაწილი მარშუტკით წავიდა. ვისაც საშუალება არ გვქონდა მატარებელს დაველოდეთ როდის გავიდოდა''- ამბობს ოზურგეთში მიმავალი მგზავრი.

''საქართველოს რკინიგზის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნაა.  უწყების ცნობით, ოზურგეთში მატარებელი უკვე ჩავიდა. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი