გარბენში საერთშორისო მარათონი რამდენიმე წუთში დასრულდება. მასში მონაწილეობას 35 ქვეყნიდან 1700-მდე სპორტსმენი ღებულობს. მსვლელობას დაასრულებენ იქ საიდანაც სტარტი აიღეს. პირველ ადგილზე გასული ჯილდოდ 2000 ევროს მეორეზე 1500-ს მესამეზე კი 1000-ს ევროს მიიღებს. ნახევარმარათონის გარდა მოეწყო გარბენი 10 კმ დისტანციაზე, ასევე მხიარული გარბენი ბავშვებისთვის 500 და 1000 მეტრ დისტანციაზე.
ყოველ 5კმ-ში მოწყობილი იყო ძალის აღმსადგენი ადგილები სამედიცინო დახმარებას კი სპორტსმენებს სტარტისა და ფინიშის ხაზებთან სამედიცინო ბრიგადა უწევდა. მარათონში მონაწილეობა ფასიანი იყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ბერი ანდრიას პროექტს "ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს“ მოხმარდება. ბათუმი საერთაშორისო მარათონს მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება კონცერტით დაიხურება. შეჯიბრების გამო ხიმშიაშვილის რუსთაველისა და აბაშიძის ქუჩები დროებით გადაიკეტა.