თბილისში დისციპლინა მოტოჯიმხანაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე, დასკვნითი ეტაპი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სამი საკლასო კატეგორია: სკუტერები, კატეგორია-მოყვარული და კატეგორია-აბსოლუტი.
შეჯიბრის მოყვარულთა კლასში მონაწილეობდა ერთადერთი ქალი მრბოლელი, რომელმაც ვერ შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება, მაგრამ საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის გადაწყვეტილებით, მოხდა ანი ადუაშვილის დაჯილდოება, რათა მეტად წაახალისონ ქალთა აქტიურობა საქართველოს მოტოსამყაროში.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე