30 წელი წაბლანის ტრაგედიიდან

19 აპრილი 2019, 00:00 2428 ნახვა

30 წელი გავიდა წაბლანას ტრაგედიიდან. აჭარის მაღალმთიანეთში  1989 წლის 19 აპრილს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალი აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა გვირგვინით შეამკეს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნო და მათ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.  

აჭარის მთავრობამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო.

კომპლექსში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. ორი 16-სართულიანი კორპუსი  ლეონიძის ქუჩაზე აშენდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი