ქობულეთში მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების მიწისქვეშ გადატანა დაიწყო

17 აპრილი 2019, 00:00 1315 ნახვა

ქობულეთში მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების  მიწისქვეშ გადატანა დაიწყო. ელექტროკომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები  ამჟამად კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს, პარალელურად სამუშაოები სხვა სოფლებშიც  გაგრძელდება.

მოსახლეობის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის მოახლოვებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ამის გამო, გასულ წლებში ხშირად შუქი ითიშებოდა და არა ერთხელ ტექნიკა დაუზიანდათ.  

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში