ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბუხრის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა. მოქალაქეებმა 112 დარეკეს და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.
მაშველებმა საცხოვრებელ სახლში, ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ.