ვერცხლის მედალი და ვარლამ ლიპარტელიანის ემოცია

11 აგვისტო 2016, 00:00 3177 ნახვა

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიოს ოლიმპიადის დაჯილდოების დროს ცრემლები ვერ შეიკავა. ლიპარტელიანი  90 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხდა. 27 წლის ქართველი სპორტსმენი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. ფინალამდე მან ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი, ნაურუელი ოვინი უერა და მონღოლი სპორტსმენი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა. ნახევარფინალში ლიპარტელიანმა კორეელ დონჰან გვაკს სძლია. ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

ამავე კატეგორიაში