ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებსა და უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ მოსწავლეებს ქედაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები. ასევე განიხილეს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრა ქედის მერიის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.