„ცვლილებები აუტიზმისთვის“ -ამ სახელწოდების დისკუსია გაიმართა ქედაშიც. აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწვეულმა ფსიქოლოგმა სკოლის მოსწავლეებს ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.
ახალგაზრდებმა თავად შეიმუშავეს დღის სლოგანები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თანადგომა სიმბოლურად გამოხატეს. ღონისძიება მერიის განათლების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.