ხულოს ექიმების მოთხოვნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა

29 მარტი 2019, 00:00 1631 ნახვა

ხულოს სამედიცინო ცენტრის 22 თანამშრომელი მთის სტატუსით გათვალისწინებული შეღავათებით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. სამედიცინო ცენტრის ექთნებმა წერილობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს, მანამდე კი მიმართვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გააგზავნეს.

საკითხის შესახებ ინფორმირებულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.  ზაალ მიქელაძის განმარტებით, მედიკოსებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აფინანსებს, კლინიკა კერძოა და შეღავათებით ამის გამო ვერ სარგებლობენ.  


ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, ხულოს ჰოსპიტლის მედიკოსებმა 18 თებერვალს სამედიცინო დაწესებულების ეზოში აქცია გამართეს, მათ უფლებების დასაცავად ადვოკატიც აიყვანეს და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯერ კიდევ 2017 წლის იანვრამდე უნდა შეემუშავებინა წინადადება, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანიები ვალდებული იქნებოდნენ, მთის სტატუსით გათვალისწინებული დანამატები გაეცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი