საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული შენობების, ახლით ჩანაცვლებას იწყებს ქობულეთის მერია - წელს ადგილობრივი მთავრობა დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში აპირებს შენობების აგებას და ავარიული ობიექტების დემონტაჟს. ჯამში ბიუჯეტიდან 225 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ამასთან, იგეგმება ხუცუბნის ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა, ამ შემთხვევაში თანხა გაცილებით დიდია - მერია ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აქ ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.