ჭავჭავაძის 113 ნომერში მშენებარე სახლის მეპატრონეებმა აქცია გამართეს

24 მარტი 2019, 00:00 1091 ნახვა

ჭავჭავაძის 113 ნომერში მშენებარე სახლის მეპატრონეებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ინვესტორმა, იაშარ დიასამიძემ   მყიდველები მოატყუა და ერთი ბინა რამდენიმე პირს მიყიდა. როგორც ყვებიან ინვესტორის მევალეებმა, მშენებარე სახლში არსებული ფართები დააყადაღეს, რის გამოც მშენებლობა შეჩერებულია. დაზარალებულების განცხადებით პროკურატურას მიმართეს, თუმცა გამოძიებას შედეგი არ გამოუღია. საქმეში ახალი ინვესტორიც გამოჩნდა, მაგრამ იაშარ დიასამიძის წარმომადგენელი, ამხანაგობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, იურისტი ქეთევან მეტრეველი უშლით ხელს.

ის სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მშენებლობის განახლებაზე აქტიურად მუშაობს. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად,  რამდენიმე წუთით ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მშენებლობის განახლებაში დახმარებას ბათუმის მერიას თხოვენ. მერიაში საკითხზე კომენტარს იმ მოტივით არ აკეთებენ, რომ ეს ბიზნესმენსა და მესაკუთრეებს შორის არსებული კერძო დავაა და მათ ჩარევის მექანიზმი არა აქვთ.

ამავე კატეგორიაში