ხელვაჩაურში ეკომიგრანტებისთვის კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი აშენდება. 39 ბინიანი კორპუსის მშენებლობაზე, რემონტისთვის, ავეჯისა და ეზოს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერია 3 მილიონამდე ლარს დახარჯავს.
სახლი ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სოფელ კაპრეშუმში აშენდება. დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საცხოვრებელი სახლის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას.