ჯიხანჯურში ოჯახი სოციალურ შემწეობას ითხოვს

15 მარტი 2019, 00:00 1845 ნახვა

დახმარებას ითხოვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხანჯურში მცხოვრები შაინიძეების ოჯახი, რომელშიც ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს. მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ.

ბავშვებს მოხუცი ბებია ბაბუა ზრდიან.  ისინი ამბობენ, რომ  უსახსრობის გამო  მოზარდების მოვლა-პატრონობა უჭირთ. პენსია კი ძირითადად, კომუნალურ გადასახადებს და წამლებს ხმარდება.

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახს სტატუსი არასაკმარისი ქულების გამო არ მიენიჭა. მათივე ინფორმაციით,  შაინიძეების სახელზე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლია რეგისტრირებული. არასრულწლოვნებს კი მშობლების არ ყოლის გამო პენსია ერიცხებათ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში