უაქციზოდ, დაბალფასიანი თამბაქოს გავრცელებისთვის 3 პირი დააკავეს

14 მარტი 2019, 00:00 2133 ნახვა

აჭარაში, თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქალაქეები უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

ამოღებულია 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.   

უაქციზო პროდუქციის ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.

''სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით'' - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი