დაბა შუახევის კეთილმოწყობისთვის 200 ათასამდე ლარის ტენდერი გამოცხადდა. პროექტი ითვალისწინებს მგზავრთა ადაპტირებული მოსაცდელის აშენებას, ტროტუარების და ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის გასწვრივ საყრდენი კედლის მოწყობას. ამსთან, რეკრეაციული ზონის კეთილმოწყობაცაა გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამოიყოფა ტერიტორია პარკინგისთვის. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დასრულებული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა ჩააბაროს.