კვირის ბოლოს გადაწყდება შეწყდება თუ გაგრძელდება „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა. ამის შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. მედიკამენტი H1N1-თან საბრძოლველად ქვეყანაში 12 იანვრიდან გაიცემა უფასოდ. ამ ხნის განმავლობაში, რეგიონში 10 000 კოლოფი ანტივირუსული პრეპარატი გაიცა.
ამჟამად, დაავადების სიმძიმის და სიხშირის მიხედვით ვითარება უკეთესია და სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსით მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა მაინც რჩება ყურადღების ქვეშ. რაც შეეხება წითელას, წელს აჭარაში ინფექციური დაავადება 52 მოქალაქეს გამოუვლინდა.