"ვარდისფერი ოქტომბერი" – შემაჯამებელი ღონისძიება

31 ოქტომბერი 2025, 20:01 208 ნახვა

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ბათუმში.  ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე სიმბოლურად ქალებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. 

ქართული ცეკვის მოყვარულთა კლუბის წევრებმა, ვარდისფერ მაისურებზე  წარწერით „გადაარჩინე სიცოცხლე“,  ქართული ცეკვა  „განდაგანა“ შეასრულეს; პერფორმანსის მონაწილეებმა გაუშვეს ვარდისფერი ბუშტებიც. სტადიონის შენობა კი სიმბოლურად ვარდისფრად განათდა.

ამ ღონისძიებას უკვე მესამე წელია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის აჭარის რეგიონული საბჭო მართავს მიზანი კი ერთია, რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს სკრინინგულ კვლევაში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე