აჭარის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გავთავისუფლდი ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დრამატული თეატრის ოფიციალური ფბ გვერდი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით ნუკრი ქანთარია მადლობას უხდის მაყურებელს და თეატრის იმ თანამშრომლებს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას: ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს და მსახიობებს.
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის პოზიცია დღეიდან ვაკანტურია, ვინ დაიკავებს თეატრის დირექტორის თანამდებობას ჯერჯერობით უცნობია - ცნობისთვის ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას 2025 წლის სექტემბრიდან ითხოვდა.