ხიმშიაშვილის 9 ნომერში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ წლების წინ სამშენებლო კომპანიამ ამავე კორპუსის ამხანაგობის ბალანსზე არსებული ეზოს ნაწილი მიითვისა და ახლა იქ ტერიტორიას თვითნებურად ღობავს.
ადგილობრივები მოითხოვენ სამუშაოები შეჩერდეს და ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე დარჩეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებენ სასამართლოს მიმართონ, აცხადებენ რომ საკითხი წლებია სადავოა.
მოსახლეობის ნაწილთან პრეტენზიები აქვს თავად სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელსაც. მისი განმარტებით, მიწა კომპანიის საკუთრებაა და მოსახლეობა რამდენიმე დაინტერესებულ პირს შეცდომაში შეჰყავს.
კომპანიის საკუთრებას მისი განმარტებით სხვები საპარკინგედ აქირავებენ. მის ბრალდებებს არ იზიარებენ ამხანაგობაში.