ხულოს მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ნადიმ ვასაძე თანამდებობაზე დღეს დაინიშნა.
ვასაძე მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსად მუშაობდა. იგი საფინანსო განყოფილებას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ხულოს მერის მოადგილის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც, ყოფილმა მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვა.