ქობულეთში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

05 მარტი 2019, 00:00 18054 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა იყო აჭარაში. სეისმოლოგიური ცენტრის უფროსის თეა გოდოლაძის ინფორმაციით 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქობულეთის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრში დაფიქსირდა. საუბარია სოფელ ალამბარზე. ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც, ქედასა და ოზურგეთშიც.

ქობულეთში, არ გამხდარა საჭირო სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის გამოძახება. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, არც მათ უწყებაში შესულა შეტყობინება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის სოფლების - ოჩხამურისა და ალამბრის რწმუნებულებმა განუცხადეს, რომ ბიძგები იგრძნობოდა, თუმცა სხვა პროცესი მიწისძვრას არ მოჰყოლია.

ზოგადად 4 მაგნიტუდის სიმძლავრე ხასიათდება ზომიერი - შესამჩნევი რყევებით. მიწისძვრა იგრძნობა შენობის შიგნით, ღია ცის ქვეშ კი ზომიერად. რხევები სატვირთო მანქანის რყევის მსგავსია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი